27 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"შვილებს ეუბნებოდა, არ ინერვიულოთ, არ შეგარცხვენთო..." - რას უთხრა უკრაინაში დაღუპულმა დავით გობეჯიშვილმა გარდაცვალებამდე მეუღლეს

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით გობეჯიშვილი ირპენში საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საელჩო უკრაინაში. დავით გობეჯიშვილი აფხაზეთიდან დევნილი იყო და სულ რამდენიმე დღის ჩასული იყო უკრაინაში.

"დაბომბვის შედეგად დაიღუპა, შვილებს ეუბნებოდა, არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგადაა და არ შეგარცხვენთო. ჩვენ შვილებამდე უნდა მოვიდნენ მაინც და მაინცო?!- ამას ამბობდა. მე ვიცი და ჩემმა შვილებმა, რომ ჩემი მეუღლე გმირულად დაიღუპა," - აცხადებს დავით გობეჯიშვილის მეუღლე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. დავით გობეჯიშვილი უკრაინაში დაღუპული მეოთხე ქართველი მებრძოლია. დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს რამდენიმე დღით ადრე დაღუპული დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ქალაქ მარიუპოლში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება საქართველოში.

დაღუპულთა ოჯახებს პატრიარქმაც მიუსამძიმრა.

დღის ამბები