27 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
საქართველოდან უკრაინაში 150 ტონაზე მეტი დახმარება უკვე გაგზავნილია - ტვირთის მობილიზება კვლავ მიმდინარეობს

საქართველოდან უკრაინაში 150 ტონაზე მეტი დახმარება უკვე გაგზავნილია. ახლა დამატებითი ტვირთის მობილიზება მიმდინარეობს. პრემიერის გადაწყვეტილებით პროცესი საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და არამალფუჭებადი პროდუქტი - ეს იმ სიის არასრული ჩამონათვალია, რასაც ახლა ქართველები მეგობარ უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის მიერ შეგროვებული თანხით, უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების ნივთები უკვე შეიძინეს.

ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებსა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტებთან კოორდინაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. 


დღის ამბები