27 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა საავადმყოფოში თავშეფარებული ხალხი ძალით გამოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს

მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ექიმები და პაციენტები №1 ქალაქის საავადმყოფოდან ძალით გამოიყვანეს.  ინფორმაციას ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს,

საბჭოს ცნობით, თვითმხილველების თქმით, ოკუპანტებმა სამედიცინო დაწესებულების სარდაფში მტრის დაბომბვისგან თავშეფარებული სამედიცინო პერსონალი, პაციენტები და მარიუპოლის სხვა მაცხოვრებლები ძალით  გამოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ცნობილია, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაახლოებით 700 ადამიანი იმყოფებოდა. მაგრამ ზუსტად რამდენი მარიუპოლის მკვიდრი იქნა დეპორტირებული, ჯერჯერობით უცნობია.  როგორც საქალაქო საბჭო ტელეგრამ არხზეწ წერს ინფორმაცია ჯერჯერობით ისევ ზუსტდება.

დღის ამბები