"ჩაიკეტოს უკრაინის ცა ბავშვების გადასარჩენად" - ამ მოთხოვნით ბათუმში მცხოვრებმა უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.