ლვოვთან ახლოს, კრივჩიცის მხარეს სამი მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ლვოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი მაქსიმ კოზიცკი ადასტურებს. ამ მომენტში ქალაქში კვლავ საჰაერო განგაშია და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
კოზიცკი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ დაბომბვის ადგილის ზუსტი კოორდინატებისა და ფოტოების გავრცელებისგან.