უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით. რუსი ოკუპანტები ისევ ცდილობენ კიევზე შეტევის განხორციელებას და უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევას, კიევის ოლქში მათი კონცენტრაცია არ მცირდება. ამ ფონზე კიევის დედაქალაქის თავდაცვისუნარიანობა კვლავ გაძლიერდება.
"ვღებულობთ მოცულობით ინფორმაციას, რუსეთის მხრიდან და რუსეთის შესახებ - რასაც ამ ეტაპზე ვერ ვენდობოთ. რაც შეეხება კიევზე თავდასხმას ან ამ იდეის დავიწყებას ოკუპანტის მხრიდან - რთულია იმის თქმა, რომ რუსეთი უკან იხევს, რადგან ოლქის ტერიტორიაზე მათი კონცენტრაცია არ მცირდება. თუმცა, რამდენიმე მიმართულებით მტერი უკუვაგდეთ 70 და 45 კილომეტრით.
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ხვდება, რომ კიევის ასაღებად მათ მრავალრიცხოვანი ცოცხალი ძალა და ტექნიკა სჭირდებათ, რისი რესურსიც ამ ეტაპზე არ აქვთ. ამ პოზიტიური ინფორმაციის მიუხედავად, დედაქალაქის თავდაცვისუნარიანობას ვერ შევასუსტებთ, პირიქით, ის გაძლიერდება.
მტერი ვერ ახერხებს წინსვლას, და შესაბამისად ცდილობს უკვე დაკავებული ტერიტორების გამაგრებას. მაგრამ მათ ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ. მრავალი შემთხვევა დავაფიქსირეთ, როდესაც რუსები ტოვებენ თავიანთ ტექნიკას და იარაღს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ საწვავი და საბრძოლო მასალა.
რაც შეეხება ტყვეებს, ზუსტი ცნობები ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათი რიცხვი 500-ს აღემატება," - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერიმა პოლკოვნიკმა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა.