27 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდნენ შვილებს და არ გამოუშვან უკრაინაში, ეს ომი მხოლოდ პუტინს სჭირდება - არესტოვიჩი

რამდენიმე ადამიანი დაშავდა კიევის რეგიონში დაბომბვის შედეგად, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაზიანებულია 5 სახლი. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში ისმის განგაშის სიგნალის ხმა.

სრულად განადგურებულია ქალაქი ჩერნიგოვი, ამ დრომდე დაიღუპა 200 მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ახლა ქალაქში გადარჩენილი შენობების დათვლა უფრო ადვილია. ქალაქის 285 ათასი მოსახლიდან ნახევარზე მეტმა საცხოვრებელი დატოვა.

ცოტა ხნის წინ, სპეციალური ბრიფინგი გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან ასევე მიმართა რუს დედებს და მოუწოდა, რომ შვილები ომში არ გაუშვან.

"მოწინააღმდეგე აგრძელებს შეტევას მარიუპოლზე, იზიუმზე და კიევის ოლქზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ ოკუპანტის თავდასხმას, ზოგ შემთხვევაში შეტევაზეც კი გადადიან და სარაკეტო დარტყმებით გადადიან. ამ დროისთვის დაღუპულია რუსეთის 16400-ზე მეტი სამხედრო განადგურებულია 575 ტანკი, 1640 საბრძოლო მანქანა, 293 საარტილერიო სისტემა, 17 თვითმფრინავი, 127 ვერტმფრენი, 7 საზღვაო ხომალდი და ფრთოსანი რაკეტები. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში მცირდება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესებულთა რიცხვი, ამიტომ რეზერვისტების მობილიზაცია მიმდინარეობს. მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდნენ შვილებს და არ გამოუშვან უკრაინაში. ეს ომი სჭირდება მხოლოდ პუტინს და მის რეჟიმს ამ რეჟიმს კი თავად უნდა მიხედოთ," - განაცხადა არესტოვიჩმა. 

დღის ამბები