27 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"სისხლის გუბე იდგა, ადამიანები საკუთრ შვილებს ვერ პოულობდნენ..." - რას ჰყვება მარიუპოლელი ქალი თეატრის დაბომბვის მომენტზე

უკრაინის ომის 31 დღეს კვლავ ძალიან რთული ვითარებაა მარიუპოლში. ადამიანები რომლებმაც რუსებისგან განადგურებული ქალაქიდან გამოღწევა შეძლეს, მძიმე დღეებს იხსენებენ, მათ შორის იმას, თუ როგორ იბომბებოდა მარიუპოლის თეატრი.

"რაკეტის დაცემის დროს, თეატრის შესასვლელის კიბეზე ვიდექი. ვერ მივხვდი რა მოხდა. ერთ მომენტში მხოლოდ სასტვენის ხმა გავიგე, შემდეგ კი ჩემს უკან მდგარმა კაცმა კისერზე ხელი მომკიდა, ძირს დამაწვინა და გადამეფარა. ნამსხვრევები ფანჯრებიდან ცვიოდა, კედლებიდან აგურები. კაცი დაიღუპა. იქვე იყო დაჭრილი ქალი, სისხლის გუბე იდგა.

დაიწყო ქაოსი. ადამიანები დარბოდნენ, ყვიროდნენ, მშობლები შვილებს ეძებდნენ, ბავშვები დედებს ეძახდნენ და შველას თხოვდნენ.

საკუთრ შვილებს ვერ პოულობდნენ, მაგრამ სხვისი შვილების დაწყნარებას ცდილობდნენ. ამ მომენტში საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი, ჩემი ძაღლიც მოკვდა. ვიდექი გაშეშებული და ვტიროდი, ხალხი გარბოდა, მაგრამ მე არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. მარიუპოლიდან წავედი მილეკინოში, შემდეგ ფეხით ბერდიანსკში, შემდეგ კი სპეც ავტობუსებით დავაღწიე ყველაფერს თავი," - ამბობს მარიუპოლელი ქალი.

შეგახსენებთ, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით მარიუპოლის საქალაქო საბჭო ადასტურებს.

 

დღის ამბები