27 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მჯერა, რომ პარტნიორობა ბირთვული ენერგიის სფეროში, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება, პოლონეთს ეს ნამდვილად სჭირდება - დუდა ბაიდენს

პოლონეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს პირისპირ შეხვედრის დროს, მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ამერიკა მათ გვერდით დგას. ანდჟეი დუდამ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას პოლონეთში, ქვეყნის კლიმატის დაცვის პროგრამის განსახორციელებლად და თანამედროვე ენერგეტიკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ძალიან რთული დრო გვიდგას, თვალს ვადევნებთ უკრაინაში რუსეთის უპრეცენდენტო აგრესიას, უკრაინელი ხალხის ტრაგედიას, რუსული იმპერიალიზმი არის საფრთხე ჩვენთვისაც, პოლონელი ხალხისთვის. მიუხედავად რთული პერიოდისა, პოლონეთ-ამერიკის ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დღევანდელი აგრესიის და ენერგეტიკული შანტაჟის ფონზე, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებს. მადლიერი ვართ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის.

მადლობელი ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობის ინიცირებულ პროგრამას, მშვიდობიანი ატომური ენერგიის სფეროში, ამერიკული ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას პოლონეთში, რაც ჩვენს ქვეყანაში კლიმატის დაცვის პროგრამის განსახორციელებლად და თანამედროვე ენერგეტიკის განვითარებისთვის გვჭირდება. მტკიცედ მჯერა, რომ პოლონეთსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა ბირთვული ენერგიის სფეროში ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. მე მჯერა, რომ ეს პროგრამა ამერიკულ ფირმებთან ერთად, თეთრი სახლის პატრონაჟით, მომავალში განხორციელდება, რადგან ეს ნამდვილად სჭირდება პოლონეთს. თქვენს ვიზიტს ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს და მადლობას გიხდით, რომ ამ დროს ჩვენს გვერდით დგახართ,"- აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.

დღის ამბები