27 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას მუსლიმებს, მხოლოდ იმიტომ რომ კადიროველების გაბრაზება გვინდა - ოლექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი უკრაინელი ჯარისკაცების მხრიდან კადიროველების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მოუწოდა, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და კადიროველების გამო მთლიანად მუსლიმებს არ მიაყენონ შეურაცხყოფა. საქმე ეხებოდა მოკლული კადიროველების ღორის ტყავში გახვევის მუქარას, უკრაინულ სალაზე დაპატიჟებას და ა.შ

"თქვენ ამით აწყენინებთ მსოფლიოს ყველა მუსლიმს. რომელთა ძალიან ბევრი ქვეყანა თუ საზოგადოება ჩვენ გვეხმარება. ასევე თქვენ თანამებრძოლებსაც - უკრაინელ მუსლიმებს, თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, მათ შორის ჩეჩნებიც.

მოდი განვასხვავოთ ჩეჩნები კადიროველებისგან და არ მივაყენოთ შეურაცხყოფა რელიგიის გამო, მათ  სიწმინდეებს, მხოლოდ იმიტომ რომ კადიროველების გაბრაზება გვინდა.

ასეთი ბრძოლა ჩვენი საქმე არაა, კადიროველებს უნდა ვებრძოლოთ ბრძოლის ველზე. არ უნდა ავურიოთ ერთი მეორეში, გეტყვით კავკასიურ, ჩეჩნურ ანდაზას, კაცი ის კი არაა, ვინც ბრძოლა იცის, კაცი ისაა ვინც ზუსტად იცის ვინაა მტერი. არ აურიოთ მუსლიმები და კადიროველები, ეს ძალიან სხვადასხვა თემაა. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მილიარდნახევარ მუსლიმ ადამიანს, არსებობს ბევრი სხვა საშუალებაც რომ კადიროველებს ადგილი მივუჩინოთ და ამას მშვენივრად ვაკეთებთ," - განაცხადა ოლექსეი არესტოვიჩმა.

დღის ამბები