27 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
რამდენი ლარი გახდა 1 დოლარისა და ევროს ღირებულება - ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5486 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5561 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

დღის ამბები