27 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიაში ერთიანობის შენარჩუნებაა, ხელი უნდა შევუშალოთ იმ ნგრევას, რომელსაც ეს ომის კრიმინალი კაცი აკეთებს - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტისას ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა "ომის კრიმინალი კაცი". აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად ქვეყანა 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიაში ერთიანობის შენარჩუნებაა. ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ იმ ნგრევას, რომელსაც ეს ომის კრიმინალი კაცი აკეთებს. სწორედ ამიტომ ვსჯით რუსეთს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სანქციებით.

მე ადრეც მინახავს ლტოლვილთა ბანაკები და ნგრევის შედეგები. ვფიქრობ, იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე უყურებდე ბავშვის ტანჯვას. მე აქ ჩამოვედი, რომ ჩემი თვალით მენახა ეს ჰუმანიტარული კრიზისი.

10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. 3.8 მილიონი უკრაინელი თავს სხვადასხვა ქვეყანას აფარებს, საიდანაც ნახევარი ბავშვია. ჩვენ ვხედავთ რამხელა წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელები და როგორ დიდ გამბედაობას იჩენენ ისინი მტერთან ბრძოლაში.

ჩვენ მილიარდ დოლარს გამოვყოფთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ამავეს გააკეთებენ ჩვენი კანადელი მეგობრებიც," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები