27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"სარდაფში ძლიერი სიცივეა, ყველანი ვკანკალებდით, მიწაზე ვიწექით საბანში გახვეულები" - წერილები დაბომბილი ქალაქებიდან

წერილები მიწასთან გასწორებული და დაბომბილი ქალაქებიდან - "სარდაფში ძლიერი სიცივეა. ყველანი ვკანკალებდით, მიწაზე ვიწექით საბანში გახვეულები" - ეს მარიუპოლიდან გამოგზავნილი წერილის ნაწყვეტია. უავტორო გზავნილები ადრესატებამდე არ მისულა.

რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ 21-ე საუკუნის ომის სისასტიკეს თანამედროვე ანა ფრანკები ეყოლებოდა, მარიუპოლი კი ათიათასობით ადამიანის ტანჯვის ადგილი გახდებოდა.

ქალაქში ბლოკადაა, რუსულ ალყაში მოქცეული ადამიანების ამბებს კი ნანგრევებში ნაპოვნი წერილები გვიყვება.

იმედით, რომ ვიღაც სახლის ნანგრევებში ჩანაწერებს აღმოაჩენს, დაბომბილ ქალაქებში საკუთარ შიშებთან დარჩენილი უკრაინელები დღიურებს წერენ, ასეთი წერილებით შემოინახა ანა ფრანკმაც ჰოლოკოსტის ისტორია. წერილებში აღწერილი დღეები ზოგჯერ ეკრანზე ნანახ ყველა კადრზე ტრაგიკული და მძიმეა.

ყინვაში გათენებულ ღამეებზე, მშიერ მამაზე და უწყლოდ დარჩენის შიშზე დედა შვილს მარიუპოლოდან წერდა. საბედნიეროდ ოჯახმა ქალაქიდან რამდენიმე დღის წინ მოახერხა გამოსვლა, მაგრამ ჩანაწერებში ხშირად აღწერენ ქუჩებს, რომელიც უპატრონოდ დარჩენილი ცხედრებით არის სავსე. შესაძლოა ომის ქრონიკა უავტორო წერილებითაც შემოგვრჩეს.

შეგრძნებები, ლოდინი, ხმები, ომის ატმოსფერო სიტყვებად, წინადადებებად და მოთხრობილ ამბებად იქცევა და ეს არის ერთადერთი გზა, რომ გავიგოთ როგორია გადარჩენილების ცხოვრება დამწვარი შენობების, გამქრალი ქუჩების თუ ერთი შეხედვით უადამიანოდ დარჩენილი ქალაქების სარდაფებში.

დღის ამბები