უკრაინის ომმა სპორტული საზოგადოება გააერთიანა. მთელი საფეხბურთო სამყარო რუსული აგრესიის წინააღმდეგ დგას, სპორტსმენები კი, უკრაინას სოლიდარობას ყველა ღონისძიების წინ უცხადებენ.
რუსული აგრესიის შედეგად მილიონობით ლტოლვილის დასახმარებლად, სპორტსმენები საქველმოქმედო მარათონში არიან ჩართულები. ფინანსური დახმარების გარდა, ფეხბურთელები ლტოლვილების დაბინავებასა და მათ გადაადგილებასაც უზრუნველყოფენ.
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩის წინ, მოედანზე საქართველოს და უკრაინის დროშებით გამოცხადდა. ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის პრემიერ ლიგის ყველა მატჩის წინ, გუნდები და გულშემატკივრები მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელებს.
ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში უკლებლივ ყველა სპორტული ღონისძიების წინ სოლიდარობის აქცია იმართება. მოთხოვნა უცვლელია - არა ომს.
ლტოლვილებს აქტიურად ეხმარება ანდრეი შევჩენკო, ლეგენდარული ფეხბურთელის ოჯახი, და და დედა ამ დრომდე უკრაინაში იმყოფებიან. შევჩენკო ამბობს, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.