27 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
გაზრდილი ფასები საწვავზე და ქუჩაში გამოსული ფერმერები ევროპაში - ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა

საწვავზე და ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასები, ევროპის ქვეყნებში საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება.

თანხის მატებას საყვირებითა და ტრანსპარანტებით ხვდებიან ესპანეთში, ფერმერები საპროტესტო აქციებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აუცილებელი ტრანსპორტით და ატრიბუტიკით გამოდიან.  მაღაზიებში საკვები პროდუქტების დეფიციტიც შეინიშნება.

საპროტესტო აქციებია გერმანიის სხვადასხვა ქალაქშიც. სატვირთო მანქანების მძღოლები ქუჩებში სიგნალებით აპროტესტებენ მომატებულ ფასებს.

საწვავზე და ბუნებრივ აირზე მომატებულმა ფასებმა პროტესტი გამოიწვია საფრანგეთშიც, ფერმერებმა ტრაქტორების კოლონით, დასავლეთ ბრეტანის რეგიონიდან დაიწყეს მსვლელობა. აქციის მონაწილეები კეტავენ გზებს და დროებით ბარიკადებს აწყობენ.

მხოლოდ საწვავზე ფასის მატება არ იყო ფერმერებისა და მეწარმეების შეკრების და პროტესტის მიზეზი იტალიაში. ადგილობრივები, ბოლო დღეებში გაზრდილი გადასახადების შემცირებასაც მოითხოვენ.

საგზაო მოძრაობა გადაკეტეს და მსვლელობით დაიძრნენ ფერმერები პარლამენტის შენობისკენ ათენში, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის და დაწესებული სანქციების შემდეგ, ფასები, როგორც საწვავზე, ასევე პროდუქტებზე გაორმაგდა.

ევროპის ქვეყნებში საპროტესტო ტალღა ყოველდღიურად იზრდება, ფერმერები და ბიზნესის წარმომადგნლები საწვავზე და ბუნებრივ აირზე ფასების მატებას, გაზრდილ საგადასახადო ვალდებულებებს და პროდუქტის გაძვირებას, სხვადასხვა ფორმებით აპროტესტებენ.

დღის ამბები