27 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
პოლონეთმა 2 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული ადამიანი მიიღო - "კურიერმა" ვარშავის ლტოლვილთა ბანაკში ქართველი მოხალისეც ჩაწერა

ვარშავა, პოლონეთის დედაქალაქი - აქ მდებარე ერთ-ერთი თავშესაფარი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების დროებითი საცხოვრებელი გახდა, ადრე სპორტული კომპლექსი იყო, ახლა კი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან იძულებით გადაადგილებულები ცხოვრობენ. შენობის შესასვლელშივე გახსნილია პუნქტი, სადაც უკვე დარეგისტრირებული ლტოლვილები ბავშვთა კვებას და სხვადასხვა საჭირო პროდუქტს იღებენ. 

თავშესაფარში ბევრი მოხალისეა, რომელიც ამ ადამიანების დახმარებას ცდილობს. "კურიერის" ერთ-ერთი რესპონდენტი ქართველი გოგონა აღმოჩნდა.

განთავსებულია ლტოლვილების მოსასვენებელი სივრცე. აქ ინტერვიუს ჩაწერა დასაშვები არ არის, თუმცა კადრები მათ მდგომარეობას უსიტყვოდაც კარგად აღწერს. ბავშვებს საკუთარი ქვეყნიდან მათთვის ძვირფასი ნივთების წამოღება არ დავიწყებიათ, არც ცხოველების წამოყვანა. მშობლებთან ერთად პატარები აქ რამდენიმე დღის განმავლობაში რჩებიან, შემდეგ კი უკვე ახალი და ხანგრძლივი საცხოვრებლის მოძებნა უწევთ.

ტანსაცმელსა და კვებასთან ერთად ამ ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური დახმარებაც აუცილებელი საჭიროებაა. პრაქტიკოს ფსიქოლოგებს შორის თავშესაფარში თავად უკრაინელი ლტოლვილებიც არიან, ისინი პოლონელ მასპინძლებს სტუმრებთან კომუნიკაციასაც უმარტივებენ. აქ მოსვლამდე ყველამ ომის და ლტოლვილობის გრძელი და საშიში გზა გამოიარა.

გარდა ფიზიკური მხარდაჭერისა, ქალაქში ყველგან შეხვდებით სოლიდარობის ნიშნებს. აქ ყველგან გამოფენილია უკრაინის დროშები და მხარდამჭერი გზავნილები.

პოლონელი ხალხი დღეს არამხოლოდ უკრაინელი ლტოლვილების, არამედ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მასპინძელიცაა. მთავარი დასავლელი პარტნიორისგან მათ მეტი უსაფრთხოების განცდის და მეტი დახმარების მოლოდინი აქვთ.

უკრაინელი ლტოლვილების თავშესაფრები ვარშავას გარდა პოლონეთის არაერთ ქალაქშია გახსნილი. ქვეყანამ 2 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული ადამიანი მიიღო. მეზობელი ქვეყნიდან ნაკადი ამ დრომდე არ წყდება.

დღის ამბები