თავშესაფარში მყოფი ბავშვებისთვის, უკრაინის დედაქალაქში მოხალისეებმა სპეციალურად მოაწყვეს პატარა კინოთეატრი. ისინი მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებიან.
თავშესაფრად ქცეულ მეტროსადგურებს კიევში სამხედროები და პოლიციელები იცავენ. თავშესაფარში მყოფ ოჯახებზე ზრუნავენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც. მეტროსადგურში მყოფებს ისინი საკვებით და სასმელით ეხმარებიან.
30 დღის განმავლობაში კიევის მოსახლეობის ნაწილი თავშესაფრებშია. ბევრმა ადამიანმა დედაქალაქი პირველივე დღეებში დატოვა, თუმცა, უამრავი ისევ უკან ბრუნდება. ლვოვიდან კიევამდე მატარებელში მყოფებმა "კურიერს" უთხრეს, რომ მშობლიური ქალაქი არ უნდა დაეტოვებინათ და ახლა უკან ბრუნდებიან. მათ სამშობლოს დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ.
უკვე ერთი თვეა, ხალხმრავლობით გამორჩეული კიევი, თითქმის დაცარიელებულია. ქუჩებში განუწყვეტლივ განგაშის სიგნალები ისმის.