27 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ალექსანდრე მუყასაშვილი, ეკატერინე ხარებავა, შოთა ტყეშელაშვილი - საპროკურორო საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს - ალექსანდრე მუყასაშვილი, ეკატერინე ხარებავა, შოთა ტყეშელაშვილი. პროკურორთა კონფერენცია ცოტახ ნის წინ დასრულდა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ სულ წარმოდგენილი იყო 9 კანდიდატი.

დღეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესები მიმდინარეობდა. ჯერ ცხრავე კანდიდატს მოუსმინეს, შემდგომ იყო კენჭისყრა და ხმების დათვლა, შედეგად კი 3 წევრი აირჩიეს.

"საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იქნა 9 კანდიდატი, ცხრავე ძალიან წარმატებული, ძალიან ღირსეული და მათ შორის ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ მე. მომცეს შესაძლებლობა, რომ ჩემი მოღვაწეობით გავაგრძელო ისეთ აქტიურ, ქმედით, კოლექტიურ ორგანოში, როგორიც არის საპროკურორო საბჭო," - აცხადებს საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი ეკატერინე ხარებავა.

დღის ამბები