27 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
"ინფორმაცია, თითქოს განვიხილავთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება ძალისმიერი მეთოდებით შეიძლება მოხდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება" - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს აქვთ შიში, თითქოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება ძალისმიერი მეთოდებით შეიძლება მოხდეს.

ვოლსკის განცხადებით, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და მშვიდობის პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს.

"რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, თითქოს ჩვენ განვიხილავთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება ძალისმიერი მეთოდებით შეიძლება მოხდეს, რაც რასაკვირველია სინამდვილეს არ შეესაბამება,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

 

დღის ამბები