27 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ქართულ სკოლებში 190 უკრაინელი ბავშვი გამარტივებული წესით უკვე ჩაირიცხა

უკრაინელი ბავშვები ქართულ სკოლებში მარტივად ირიცხებიან. 98-ე საჯაროს სკოლაში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ მოინახულეს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ სკოლაში სულ 17 ბავშვი სწავლობს.

ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, გულისხმობს იმ მოსწავლეების გამარტივებული წესით ქართულ სკოლებში ჩარიცხვას, რომლებმაც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ მოახერხეს ზოგადი განათლების მიღების გაგრძელება. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით ასეთი სულ 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.

 
დღის ამბები