27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
რეალურად იბადება ძლიერი და თავისუფალი უკრაინული ერი, მათაც უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია - პრეზიდენტი

105 წელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან - აღნიშნულთან დაკავშირებით სიონში პარაკლისი აღავლინეს.

ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი ღარიბაშვილმა მრევლს ამბიონიდან მიმართა. პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. 

"არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება. რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა ყველა მორალური უფლება დაკარგა, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

დღის ამბები