27 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
რა შანს აძლევს ნიჭიერ ბავშვებს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი - ესპანეთის კლუბ "ვალენსიას" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი საქართველოშია

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით საქართველოში ესპანური საფეხბურთო კლუბის "ვალენიას" აკადემიის დირექტორი ჩამოვიდა. მარკო ოტერო თბილისს ქართულ საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და "ვალენსიას" თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.

ხელშეკრულება ქართულ და ესპანურ კლუბებს შორის იანვარში, ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაფორმდა. პროექტი გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. იგეგმება კლუბ "საბურთალოს" მწვრთნელებისა და ნიჭიერი ბავშვების ესპანეთში გამგზავრებაც.

ორ კლუბს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სოციალური ნაწილია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის დაფინანსებით მთელს ქვეყანაში აღმოჩენილი ნიჭიერი ბავშვები თბილისში უფასოდ იცხოვრებენ და კლუბ "ვალენსია"-ს პროგრამით ივარჯიშებენ. 

"ვალენსიამ" საქართველოში წარმომადგენელი უკვე გამოგზავნა - სერხიო ჩულვი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტის ტარიელ ხეჩიკაშვილის, კლუბ "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორის კახა კაშიას, "ვალენიას" აკადემიის დირექტორის მარკო ოტეროსა და პროექტში "ვალენსიას" წარმომადგენლის სერხიო ჩულვის პრესკონფერენცია 25 მარტს გაიმართება. ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი,  ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერაა.

დღის ამბები