27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს რეზოლუციის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს რეზოლუციის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ რეზოლუციის მთავარი მიზანი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირებაა.

"რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზრუნველყოფას, გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება,"- ვკითხულობთ დიპლომატიური უწყების განცხადებაში, რომელიც განმარტავს იმ რეზოლუციის შინაარს, რომლის თანასპონსორიც საქართველო იყო.

დღის ამბები