ევროპული საბჭო წევრ ქვეყნებს მოუწოდებს გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და დასაფინანსებლად.
ევროპული საბჭო თანახმაა შექმნას უკრაინის სოლიდარობის ნდობის ფონდი და საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად იწვევს. იგი მოუწოდებს ევროკომისიას გააგრძელოს უკრაინის ტექნიკური დახმარება, საჭირო რეფორმების განხორციელებაში.
ამასთან ევროპული საბჭო მოითხოვს დროულად მოეწყოს საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის სოლიდარობის ნდობის ფონდის დაფინანსების მოსაზიდად.
ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი გრძელდება. 27ქვეყნის ლიდერი ენერგო საკითხებს განიხილავს- მათ შორის მოიაზრება მოსკოვის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესება და ის, თუ როგორ უნდა შეამცირონ რუსეთზე ევროპის ენერგო დამოკიდებულება. ასევე, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ლიდერები მიიღებენ თავდაცვისა და უსაფრთხოების მომდევნო ათი წლის გეგმას სახელწოდებით - სტრატეგიული კომპასი.