27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
გაეროში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმო - რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 3-მა ქვეყანამ მისცა

გაეროში 140-მა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ, კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციას. რეზოლუციის წინააღმდეგ ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერიტრეამ მისცეს ხმა. თავი შეიკავა 38-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა.

რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. დოკუმენტში ასევე წერია, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ისეთი ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.

დღის ამბები