უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ მიმართვაში ომის ერთი თვე შეაჯამა. მისი განმარტებით რუსეთს რომ სცოდნოდა რა ელოდა, უკრაინაში შეჭრის შეეშინდებოდა. ამიტომ საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი დარწმუნებულია რომ ამ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა მსოფლიო ლიდერებთან კომუნიკაციებზე და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხარდაჭერისთვის აუცილებელია.
"30-ე დღე - უკვე ერთი თვე გავიდა. რუსეთს რომ სცოდნოდა, ეს ელოდათ, დარწმუნებული ვარ, აქ მოსვლის შეეშინდებოდათ. ამ ერთ თვეში ჩვენ შევაკავეთ რუსული თავდასხმების ყველა ძირითადი მიმართულება. მსოფლიომ გამანადგურებელი სანქციები დააწესა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ახალ შეთანხმებებს ვაღწევთ.
მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლა მქონდა ნატოს, დიდი შვიდეულის და ევროკავშირის ლიდერების სამიტის მონაწილეობით, ასევე შვედეთის პარლამენტის წინაშე. ეს ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენი დაცვისთვის გვჭირდება. ვესაუბრე ლიეტუვის პრეზიდენტს ბატონ ნაუსედას, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენეტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთმა გაიგოს ერთი რამ: რომ საჭიროა მშვიდობა მანაც ეძებოს.
ჩვენი თავდაცვის თითოეულ დღეს ვუახლოვდებით მშვიდობას და გამარჯვებას. რადგან ამ ომში უბრალოდ შეუძლებელია არ გავიმარჯვოთ. ეს ასეც იქნება და ჩვენ არ შეგვიძლია ერთი წუთითაც გაჩერება. რადგან ყოველი წუთი ეხება ჩვენს ბედს, ჩვენს მომავალს და ჩვენს გადარჩენას,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.