27 ნოემბერი 2024,   20:58
ვრცლად
NATO-ს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ინტერესი აქვს - მარია ზახაროვა

NATO-ს სურს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. განცხადებით რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება NATO-ს დღევანდელ სამიტს და მასზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, გადაწყვეტილება კიევისთვის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ცხადყოფს, რომ დასავლურ ალიანსს უნდა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდეს.

"ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ვაშინგტონს აბსოლუტური ლოიალურობა გამოუცხადეს და სრული მზადყოფნა გამოთქვეს მიჰყვნენ რუსეთის ტოტალური შეჩერების კალაპოტს. სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კიევის რეჟიმის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ ამტკიცებს, რომ ალიანსს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ინტერესი აქვს," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

დღის ამბები