რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი - ივანო-ფრანკოვსკის საევაკუაციო მატარებელს კიევთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ "უკრაინის რკინიგზა" იტყობინება.
შუშები ჩაიმსხვრა სამ ვაგონში. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"მტერი კიდევ ერთხელ უმიზნებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. ამჯერად, ხალხით საევაკუაციო მატარებელს ცეცხლი გაუხსნეს. ეს არის ყველაზე წმინდა, რაც ახლა გვაქვს," - ნათქვამია "უკრაინის რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ცნობაში.