27 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
აშშ-ის მორიგი სანქციები რუსეთს - შავ სიაში პუტინის ელიტა მოხვდა, რომელიც მსხვილ ბიზნესს ხელმძღვანელობს

აშშ-ის ადმინისტრაციამ დღეს მორიგი სანქციები დაუწესა პუტინის ელიტას, რომელიც მსხვილ ბიზნესს ხელმძღვანელობს და მათ ოჯახის წევრებს. სანქციებში მოხვდნენ "ვოლგა ჯგუფი" და მისი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გენადი ტიმჩენკო, "ტრანსოილი" და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქსენია ფრანკი, მისი მეუღლე და სხვები. ასევე დაპატიმრებულია ტიმჩენკოს იახტა "ლენა". სანქციები დაედო პუტინის ახლო გარემოცვის წევრს "სბერბანკის" ხელმძღვანელ ჰერმან გრეპს. ასევე "სოვკომბანკის"დირექტორთა საბჭოს 17 წევრს.

პარალელურად, მუშაობა დაიწყო კონგრესის ჰელსინკის კომისიამ, რომელმაც უნდა გააფართოვოს "მაგნიტსკის აქტით" გათვალისწინებული სანქციები და თვალი მიადევნოს, რათა რუსებმა ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ვერ შეძლონ სანქციებისგან თავის არიდება.

დამატებით შეერთებული შტატები სანქციებს უფართოვებს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თავდაცვით-ინდუსტრიული წარმოების მოწყვეტას, ფინანსური სისტემებიდან, ღრმა და გრძელვადიანი ეფექტი ექნება.

დღის ამბები