ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 25 მარტს ამოქმედდება.
სებ-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0013-ით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2372 ლარს შეადგენს.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0069-ით გამყარდა და ღირებულება 3.5561 ლარი გახდა.