NATO საქართველოს ერთობლივი სწავლება დასასრულს უახლოვდება.
20-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე ჯარისკაცი 10 დღის განმავლობაში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვას კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით სწავლობდა. მონაწილეებმა დღეს საქართველოს პირველი პირების გარდა, NATO-ს გენერალურ მდივანსაც მოუსმინეს. NATO-ს ეგიდით მსგავსი სწავლება სამ წელიწადში ერთხელ იმართება.
საქართველოს სწავლება 2022- ის ღონისძიების დაწყებამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედროები გაიხსენეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
პრემიერ-მინისტრმა, "NATO-საქართველოს სწავლება 2022"-ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველო პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ იცავდა და იცავს მსოფლიო მშვიდობას და ერთობლივი სწავლება NATO-ს მხრიდან საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.
დღეს NATO-ს წევრ და პარტნიორ 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სანდო და საიმედო პარტნიორია. შალვა პაპუაშვილმა მშვიდობის უმთავრეს გარანტიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მზადყოფნა და სიფხიზლე ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ყველა თანხმდება, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის მთავარსარდალმა მოწვეულ სტუმრებთან რუსეთის მრავალგზის მუქარაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ურთულეს პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება
სწავლება 2022 -ს უკვე მეორედ საქართველოს თავდაცვის ძალებმა NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში უმასპინძლა . თავდაცვის მინისტრმა დღეს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა , რომლიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას
სწავლების მონაწილეებმა და მოწვეულ სტუმრებმა NATO-ს გენერალური მდივნის და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიდეომიმართვები მოისმინეს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს სწავლება აჩვენებს NATO-ს ვალდებულებას გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები
NATO-საქართველოს სწავლება მეათე დღეა მიმდინარეობს. მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. NATO-საქართველოს სწავლება 2022 ,რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ხვალ დასრულდება.