27 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
სად გაუჩინარდა შოიგუ, კვლავ უცნობია - რუსეთის თავდაცვის მინისტრი პენტაგონის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს

პენტაგონში აცხადებენ, რომ ბოლო 7-10 დღის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და შტაბის უფროსი მარკ მილი არაერთხელ ცდილობდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებას, თუმცა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კონტაქტს არ ამყარებს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

როგორც აშშ-ში აცხადებენ, კონტაქტები იყო, მაგრამ დაბალ დონეზე - მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშესთან. კომუნიკაციის ცხელი ხაზი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საჰაერო სივრცეში შესაძლო კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჯერ არ არის გამოყენებული დანიშნულებისამებრ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. შოიგუს გაუჩინარების შესახებ ჟურნალისტებმა დღეს კრემლის პრესსპიკერს ჰკითხეს - დმიტრი პესკოვის თქმით, თავდაცვის მინისტრს მედიასთან ურთიერთობის დრო ახლა არ აქვს, რადგან მას უამრავი საქმე აქვს.

დღის ამბები