ექიმები მთელი უკრაინის მასშტაბით ახლა დაჭრილების გადასარჩენად იბრძვიან. საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევენ. რუსული ბომბი არც თეთრხალათიანებს ინდობს.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებმა დაცხრილეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 58 მანქანა და სიცოცხლეს გამოასალმეს 6 მედიკოსი. დანგრეული და განადგურებულია ათეულობით საავადმყოფო.
ქვეყნის მასშტაბით დაშავებულია არაერთი ექიმი, ექთანი და სანიტარი. კოლეგებს დახმარებას უწევენ უცხოელი კოლეგებიც. უკრაინაში ექიმთა ჯგუფები რამდენიმე ქვეყნიდან ჩავიდნენ.
მედპერსონალი 24-საათიან რეჟიმში უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, თუმცა რამდენიმე ქალაქში სამედიცინო მარაგები იწურება. საოკუპაციო ძალები კი ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ხსნიან.