27 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
სჯობს, უკრაინას ახლა აღმოუჩინოთ დახმარება იარაღით, ვიდრე შემდეგ ეძებოთ საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის წარმომადგენლებს მიმართა და უკრაინისთვის ძლიერი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა:

"სჯობს, უკრაინას ახლა აღმოუჩინოთ დახმარება იარაღით, რომელიც ნამდვილად გვჭირდება,  ვიდრე შემდეგ ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, შუა აზიის ქვეყნები. რაც უფრო მალე მოხდება ის, რასაც ვითხოვთ, მით მალე იქნება აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობა. ესაა ჩვენ ინტერესებში და ესაა თქვენს ინტერესებშიც. ესაა ყველა დემოკრატიის ინტერესში. თავისუფლება აუცილებლად უნდა იყოს შეიარაღებული. სიცოცხლემ უნდა დაამარცხოს სიკვდილი," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები