27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მივაწოდეთ ისეთი აღჭურვილობა, რითაც თავს დაიცავენ ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ქიმიური იარაღის საფრთხეებისგან - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებები სამიტის დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას მიაწოდებს სამხედრო ტექნიკას, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვით აღჭურვილობას. ასევე ტექნიკას, რომელიც ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების შემთხვევაში გამოიყენება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინის მხრიდან ქიმიურ საფრთხეებზე ალაპარაკდა, ეს ნაცნობი მეთოდია, როცა რუსეთი საკუთარ სურვილებს სხვას აბრალებს. რუსეთი პრეტექსტს ქმნის, ის ემზადება, რომ შესაძლოა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ჩვენ მსგავსი ქმედებები ვნახეთ წარსულშიც. ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება შეცვლის ომის გარემოებას და სიტუაციას. რუსეთს მძიმე შედეგები დაუდგება. ეს არამხოლოდ უკრაინას შეეხება, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებსაც. რუსეთმა ნატოს ტერიტორიაზე სოლსბერიში გამოიყენა ამ ტიპის იარაღი. მან ქიმიური იარაღი სირიის მოსახლეობაზე გამოიყენა. რუსეთს გააჩნია ეს ქიმიური იარაღი და ვიცით, რომ ის ამით მანიპულირებს. მან თქვა, რომ შესაძლოა გამოიყენოს ეს იარაღი, ამიტომ საჭიროა მალე ამ ომის დასრულება და სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ მხარს დავუჭერთ და მივაწოდებთ უკრაინას შესაბამის დანადგარებსა და აღჭურვილობას, რომ ბირთვული საფრთხეები იქნეს თავიდან აცილებული.

მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მივაწოდეთ ისეთი აღჭურვილობა, რითაც თავს დაიცავენ ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ქიმიური იარაღის საფრთხეებისგან. ეს მოიცავს იარაღის გამოვლენას, წვრთნებს დაბინძურების შესახებ და კრიზისის მენეჯმენტს. ჩვენმა ტოპ სამხედრო მეთაურმა გენერალმა ვოლტერსმა უკვე გააქტიურა ნატოს რადიოლოგიური, ბიოლოგიური, ატომური და ქიმიური თავდაცვის ელემენტები. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ასე რომ ჩვენ ვდგავართ ნაბიჯებს უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენი წევრი ქვეყნების დასაცავად," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები