27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთი ე.წ. "არამეგობრულ ქვეყნებში" ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურს მხოლოდ რუბლებში მიიღებს

თუ ევროკავშირის ქვეყნები დათანხმდებიან რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას მიწოდებული რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაიხადონ, მაშინ ამ გზით ისინი აგრესორს უკრაინელების მკვლელობაში დაეხმარებიან - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ტვიტერზე" დაწერა.

"თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა ემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადაიხადოს, ეს იგივეა, რომ ერთი ხელით დაეხმაროს უკრაინას და მეორე ხელით კი რუსებს უკრაინელების მოკვლაში. მოვუწოდებ დაინტერესებულ ქვეყნებს, გააკეთონ გონივრული და პასუხისმგებლიანი არჩევანი," - აცხადებს კულება.

პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთი ე.წ. "არამეგობრულ ქვეყნებში" ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურს მხოლოდ რუბლებში მიიღებს.

დღის ამბები