27 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე - ჯანდაცვის მინისტრი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. შემდეგ კი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან და ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან ერთად, მიმდინარე გამოწვევები განიხილა. ასევე გაეცნო განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურებს, სახელმწიფო, სრულად აფინანსებს. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში, ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული - დღეს, ეს დიაგნოზი 1643 პაციენტს აქვს.

24 მარტს, მსოფლიო, ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, 1982 წლიდან აღნიშნავს. მთავარი მიზანი ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სტიგმის დაძლევაა.

დღის ამბები