27 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"პატივს ვცემთ საქართველოს ძალისხმევას, არ ჩაერთოს "3+3" ფორმატში" - საქართველოში საფრანგეთის ელჩი

"პატივს ვცემთ საქართველოს ძალისხმევას, არ ჩაერთოს "3+3" ფორმატში" – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონული ჩართულობის სტრატეგია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, აღნიშნული ფორმატის ალტერნატივას და სწორ მიდგომას წარმოადგენს.

"ძალიან დიდ პატივს ვცემთ საქართველოს ძალისხმევას, რომ საქართველო არ ჩაერთოს "3+3" ფორმატში, თვითონ სახელშივე ჩანს პრობლემა. რეგიონული ჩართულობის პროაქტიური სტრატეგია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, წარმოადგენს ამ ფორმატის ალტერნატივას და ეს არის სწორი მიდგომა, თვითონ იდეა, რომ რეგიონის სამი ქვეყანა თავიანთი ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს. ჩვენ მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ, რითაც შეგვიძლია, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა წყლის მიწოდება, ელექტროენერგიის გადაცემა თუ ტრანსპორტირების ნაწილი," - აცხადებს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.

დღის ამბები