ბრიტანეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა.
"მქონდა სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონთან. ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, მხარდაჭერის შესახებ, მნიშვნელოვანი გარანტიები მივიღე. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და უკრაინის თავდაცვითი დახმარება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ზელენსკის "ტვიტს" გამოეხმაურა.
"დიდი ბრიტანეთი ახლა და მომავალშიც, უკრაინის გვერდით დგას. როგორც ჩემი მეგობარი ზელენსკი ამბობს, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ," - წერს ჯონსონი.