27 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ მთელ მსოფლიოს მოენატრებით," - საქართველოს პირველი პირები მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო საქართველოს პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ. 

"სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი. შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის რანგში, მადლენ ოლბრაიტი იყო ჭეშმარიტი ნოვატორი და მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის მსახურებას მიუძღვნა," - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერზე".

"ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ მთელ მსოფლიოს მოენატრებით," – ეს კი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია.

"მადლენის სახით მსოფლიო კარგავს ისტორიულ ფიგურას, მას, ვინც მთელი თავისი ცხოვრება დიპლომატიასა და ლიდერობას მიუძღვნა და დაეხმარა ბრწყინვალე ლიდერების თაობათა ფორმირებას. განსაკუთრებით, ის შთააგონებდა ახალგაზრდა ქალებს," - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის "ტვიტში".

ამერიკის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

დღის ამბები