27 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრები სამშობლოში ჩამოასვენეს - თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს თბილისში პატივით დახვდნენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრები სამშობლოში ჩამოასვენეს. თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს გამთენიისას თბილისში პატივით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ოკუპანტების მიერ ჩამოგდებულ რაკეტას ირპენში ემსხვერპლნენ. ცხედრებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შესაბამისი თხოვნით დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ვეტერანთა დეპარტამენტს მიმართეს.

დაღუპულთა ჩამოსვენება ლვოვიდან, პოლონეთის გავლით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის - ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. პროცედურა მარიუპოლში შექმნილი ვითარების გამო არის გართულებული.

დღის ამბები