27 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს

რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკრაინაში ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ გაერომ არ მიიღო. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე დოკუმენტს მხარი მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს. დანარჩენმა 13-მა წევრმა თავი შეიკავა.

რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტისკენ და საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებდა, თუმცა მასში ნახსენები არ იყო უკრაინაში შეჭრა და არც რუსეთი იყო დაგმობილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო.

მსგავს ჰუმანიტარულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის მიერ არის შემუშავებული - გენერალურ ასამბლეაზე კენჭს უახლოეს დღეებში უყრიან.

დღის ამბები