27 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
დღეს ბრიუსელში დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრა გაიმართება

NATO-ს სამიტის შემდეგ ბრიუსელში დიდი შვიდეულის ლიდერები შეხვდებიან. 7 ქვეყნის ლიდერი ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებს. ისინი რუსეთის ქმედებებსა და სანქციების საკითხს განიხილავენ. დღესვე სანქციების კიდევ ერთ პაკეტს დააანონსებს ვაშინგტონი. შეზღუდვები პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს შეეხებათ.

დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ კი ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე უკრაინაში ომის გამო არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, ენერგოდამოუკიდებლობის, თავდაცვის, ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ. სამიტი ორდღიანია და ხვალაც გაიმართება.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი NATO-სა და ევროპულ საბჭოს ვიდეოთი მიმართავს.

დღის ამბები