კანადელი სნაიპერი სახელად "ვალი" ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა. სნაიპერი ვიდეომიმართვაში ჰყვება რა ხდებოდა ბრძოლის წინა ხაზზე ერთი კვირის მანძილზე.
"ჩემი გარდაცვალების შესახებ ყველაზე ბოლოს სატელეფონო ჩართვით გავიგე. ორი რამ დანამდვილებით ვიცი - ის, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ის რომ ხალხს მე დაღუპული ვგონივარ. საინტერესოა, რომ "ტროლინგი" მიმდინარეობს და ახლაც რომ მაქვს თქვენთან ინტერვიუ, იტყვიან რომ ყალბია. რომ სურათებიც გაყალბებულია, ვფიქრობ რომ ეს ბავშვური სამხედრო პროპაგანდაა. არ არის ჭკვიანური, რადგან მალე ნდობას დაკარგავენ, თუ ასეთ აშკარა ტყუილების თქმას განაგრძობენ.
მნიშვნელობა არ აქვს ავღანეთი იქნება, თურქმენეთი თუ უკრაინა, თუ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ და მე ეს შემიძლია, მე მათ დავეხმარები. მესმის რომ მყავს ოჯახი, შვილი, ჩემი შვილის პირველ დაბადების დღეზე ფრონტის წინა ხაზზე ვიდექი. თუ ჩვენ გვწამს თავისუფლებისა და მშვიდობის, ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ.
რუსები არ არიან გამოცდილი მებრძოლები, არმიაც არ არის. არ ვამბობ, რომ ყველა ცუდია, მათი შესაძლებლობები ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ, მაგრამ ისინი არ არიან ისეთი კარგები, როგორც NATO-ს არმია. მე უფრო შემეშინდებოდა კანადელი მებრძოლის, თავისი თვითმფრინავებითა და ტანკებით, ვიდრე რუსი მებრძოლების, თუნდაც მათი რაოდენობა სჭარბობდეს,"- აცხადებს "ვალი".
ცნობილი კანადელი სნაიპერი უკრაინაში დაახლოებით 10 დღის წინ ჩავიდა. ის მანამდე ერაყსა და ავღანეთში იბრძოდა.