ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი ყველა საკითხი უჭერს მხარს უკრაინას. მისივე თქმით, არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაში და უნდა მათი უმეტესობა უნდა შესრულდეს:
"ვერსალში ორი კვირის წინ გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ჰუმანიტარული, პოლიტიკური, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა უკრაინისთვის. ასევე, გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. უკვე მობილიზებულია ერთი მილიარდი ევრო. ასევე, გვაქვს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაში და უნდა შევასრულოთ მათი უმეტესობა,"- აცხადებს შარლ მიშელი.