27 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
რუსეთი უკრაინელებს ფრთოსანი რაკეტებით უსწორდება, ნანგრევებიდან კი ისმის ხმა, "არ დავნებდებით" - რა ვითარებაა ბლოკადაში მოქცეულ ქალაქებში

ალყაშემორტყმულ უკრაინული ქალაქებში ჰუმანიტარული კატასტროფაა. მხოლოდ მარიუპოლში ბლოკადაშია 100 ათასი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები და მძიმე ავადმყოფები. ქალაქები, რომლებიც უკვე დანგრეულია, პერიოდულად რუსული ფრთოსანი რაკეტების სამიზნეც ხდება.

მარიუპოლი, ჩერნიგოვი, ჰერსონი - რუსეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სრულად განადგურებას და ამით მოსახლეობის დაშინებას ცდილობს ჰუმანიტარული კრიზისი წინაშე დგას კიევის ოლქის რამდენიმე დასახლებაც.

"არ დავნედებით" - მხოლოდ ეს ისმის რუსულ ბლოკადაში მოქცეული ქალაქებიდან, სადაც ცხედრები დღეებია უკვე ქუჩაში ყრია. რუსეთი ამ წუთებშიც მიზანმიმართულად ცხრილავს საცხოვრებელ კორპუსებს. 

დღის ამბები