27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
პუტინი "არამეგობარ ქვეყნებს" გაზს დოლარისა და ევროს ნაცვლად, რუსულ რუბლში მიყიდის

რუსეთი გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ რუბლში მოუწევთ.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, "არამეგობრული ქვეყნები" გაზს დოლარის და ევროს ნაცვლად რუსეთის ეროვნულ ვალუტაში შეიძენენ. პუტინის თქმით, კოლექტიურმა დასავლეთმა რეზერვების გაყინვით, დეფოლტი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციასთან.

"ბოლო რამდენიმე კვირაში ზოგიერთმა დასავლეთის ქვეყანამ მიიღო არალეგიტიმური გადაწყვეტილებები. გაყინეს რუსული აქტივები. კოლექტიურმა დასავლეთმა თავისი ვალუტები საფრთხის ქვეშ დააყენა. გააქარწყლა მათ მიმართ ნდობა, როგორც ამერიკამ ასევე ევროპამ. პრაქტიკულად საკუთარი ვალდებულებების დეფოლტი გამოაცხადეს რუსეთის წინაშე. აშკარაა, რომ ამ კუთხით, ჩვენთვის აზრს კარგავს ჩვენი საქონლის მიწოდება ევროკავშირსა და აშშ-ში, სანაცვლოდ კი ანაზღაურების მიღება დოლარში, ევროში ან სხვა ვალუტაში. ამიტომ გადაწყდა, უმოკლეს დროში განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებების პაკეტი, რათა არამეგობრულ ქვეყნებში მიწოდებული ბუნებრივი აირის გადასახადები რუსულ რუბლში იქნას გადაყვანილი. რუსეთ გააგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას იმ ფასებით და იმ მოცულობით რაც კონტრაქტშია გაწერილი. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას, როგორც სანდო პარტნიორის,"- აცხადებს პუტინი. 

დღის ამბები