უკრაინაში რუსებმა სასწრაფო დახმარების 58 მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 6 ექიმი მოკლეს - ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.
"ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასდროს მიფიქრია, რომ მედიცინის მუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების შოვნა მოგვეთხოვა, მაგრამ რუსი ტერორისტების გამო, რომლებმაც უკვე 58 სასწრაფო სამედიცინო მანქანა დაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს, იძულებულნი ვართ, გავაკეთოთ ეს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.