თბილისის მერია უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს. ინიციატივის მიხედვით წლის ბოლომდე, 60-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
პროგრამის ფარგლებში კი, ჯამში 400 ოჯახი მიიღებს სახლს. ოჯახებს, რომლებსაც მერია წლების განმავლობაში ქირით უზრუნველყოფდა, საცხოვრებელი სახლები უსასყიდლოდ გადასცა. ოჯახები მუნიციპალურ სახლებში იცხოვრებენ იქამდე, სანამ ბინის შეძენას მოახერხებენ.