27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია - ბაიდენი საჯაროდ აცხადებს, რომ მსოფლიო კატასტროფის წინაშე დგას

ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდება - " რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება რეალურია" - ამ სიტყვებით ტოვებს ვაშინგტონს ჯო ბაიდენი და ბრიუსელში მიემგზავრება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში მსგავსი გაფრთხილება არა ერთხელ გაისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვების წინ გაკეთებული ეს განცხადება ნათელს ხდის, რომ მსოფლიო რეალური კატასტროფის წინაშე დგას.

ჟურნალისტის კითხვაზე - "რამდენად შეშფოთებული ხართ, ამჟამად ქიმიური ომის საფრთხის გამო, რომ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს? რამდენად მაღალია ეს საფრთხე?" - ბაიდენი პასუხობს: "ვფიქრობ, რომ ეს რეალური საფრთხეა. ამას ვეტყვი მათ პირდაპირ, ვეტყვი ყველაფერს რაც საჭიროა რომ ვუთხრა, როცა ევროპაში ჩავალ".

 

დღის ამბები